вторник, 20 октября 2015 г.

დავანებოთ სიგარეტს თავი!

ესეც პოზიტიური ვიდეო, რომ უკეთ იცოდეთ რა სარგებელს მოგიტანთ სიგარეტისთვის თავის დანებება ^^ 

პრობლემის გადაჭრის გზა


   როგორც უკვე ავღნიშნე თამბაქო მართლაც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.. მისგან დაღწევა კი მწეველების ძალიან მცირე ნაწილს უნდა/შეუძლია.. ვინაიდან ამის გაკეთება ძალიან ძნელია გამოსავალიც თითქმის არ არსებობს.. 
   მწეველებო, ელექტრონული სიგარეტი საუკეთესო გზაა დაიცვათ გარშემომყოფები ეგრეთწოდებული ფისისგან, ანუ თამბაქოს კვამლისგან, რომელშიც მავნე ნივთიერებების რაოდენობა სამჯერ მეტია.. შეგიძლიათ გადაარჩინოთ გარემო ამ საშინელებისგან.. თქვენ ელექტრონული სიგარეტის შეძენით ისევე როგორც პლანეტას, საკუთარ თავსაც ნაწილობრივ გადაარჩენთ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იღებთ ნიკოტინის იგივე რაოდენობას, მაგრამ ათავისუფლებთ სხეულს ისეთი ნივთიერებების ზეწოლისგან როგორიცაა ამიაკი, უნიტაზის სარეცხი საშუალება, თაგვების საწამლავი, საღებავი და მრავალი ასეთი მომაკვდინებელი შხამი.. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ელექტრონული სიგარეტი სასარგებლოა, მაგრამ შემიძლია დაგაიმედოთ, რომ ეს არის თქვენი წინგადადგმული ნაბიჯი პლანეტის გადარჩენისკენ, რადგან გამოკვლევების მიხედვიათ 2020 წელს სიკვდილიანობისა და დაავადებების გავრცელების მთავარი მიზეზი სწორედ თამბაქო იქნება.


    იცით რის ფასად გიჯდებათ მოწევა?? მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები არ ხდება მოწევის შედეგი.. არამეედ კბილების დაკარგვა, ფილტვების კიბოსთანმდევ დაავადება, ოსტეოპოროზი,სხვადასხვა სახის გულის დაავადებებიც:
  კბილების დაკარგვა
მოწევა ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს.
  ოსტეოპოროზი
გამონაბოლქვში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გაზიკარბონმონოქსიდი, უერთდება სისხლს ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე ჟანგბადი, რის გამოც ქრონიკულ მწეველებში 15%-ით აქვეითებს ჟანგბადის გადამტანი სისტემის სიმძლავრეს. ამის შედეგად მწეველების ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობის განვითარების შესაძლებლობა და რთულდება შეხორცების პროცესი. მწეველებს ასევე აქვთ ზურგის ტკივილის პრობლემები. ერთ-ერთმა კვლევან აჩვენა, რომ სამრეწველო საამქროების მუშებს რომლებიც ეწევიან, ხუთხერ მეტად უვითარდებათ ტრავმის შემდგომი ზურგის ტკივილები.
  გულის დაავადება
მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი ამ დაავადებების განვითარებისა. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება წელიწადში 1.000.000-ზე მეტ ადამიანს კლავს, განვითარებულში კი 600.000-. მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას, არის არტერიების შევიწროების და წნევის მომატების, ასევე სტენოკარდიული შეტევებისა და ინფარქტის განვითარების რისკი.
 მწეველი ადამიანები 20 წლით ადრე კვდებიან არა მწეველ ადამიანებზე.

воскресенье, 18 октября 2015 г.

თამბაქო ახალგაზრდებსა და ორსულებში

 მწეველი ადამიანი მარტო თავის თავს, არამედ ის იმ ადამიანსაც საფრთხეს უქმნისრომელიც თამბაქოს არ მოიხმარს მაგრამ მწეველების გარემოცვაშია.. საქართველოში 2009 წელს გარდაცვლილ ადამიანთა შორის ყოველი მე 12- პასიური წეველი იყო..
 პასიური მოწევის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები იმიტომ, როორგანიზმი ზრდის პროცესშია და მათი სუნთქვის სიხშირე გაცილებით სწრაფია, აქედან გამომდინარე მეტ კვამლს შეისუნთქავენ.ეს ყველაფერი პირველ რიგში ასთმას, პნევმონიას და სასუნთქი გზების დაავადებებს ანვითარებს, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვის გარდაცვალების შანსიც მაღალია,რასაც ადასტურებს მსოფლიოში 2010 წლის გამოკვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი პასიური მწეველების1/3- სწორედ   ბავშვები იყვნენ.    თამბაქოს გამოყენება ძირითადად იწყება 18 წლამდე ასაკში. საქართველოში ბიჭები 10-11, ხოლო გოგოები 12-13 წლის ასაკში იწყებენ მოწევას. თუ ამ ასაკამდე არ მოწევ, შანსი,რომ მწეველი გახდები 70%ით მცირდება.  მოწევა ყველასთვის მავნებელია განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალისთვის, რადგან იგი ზიანს აყენებს არა მხოლოდ დედას არამედ ბავშვსაც. თამბაქოს კვამლი ცუდათ მოქმედებს ნაყოფის ტვინზეც, რაც იწვევს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენას
   მწეველების უმრავლესობა იწყებს დღეში ორი ღერი სიგარეტით  ასე რომ, თუ მიიჩნევთ ,რომ ორი ღერი არაფერს დაგიშავებთ ძალიან ცდებით, მას შეუძლია მთელი ცხოვრება გაგინადგუროთ. ისევე როგორც სოციალური, ასევე პირადიც,რადგან მწეველ კაცებში იმპოტენციის განვიტარების რისკი 72%ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში. 
  

გამოწვეული დაავადებები და შედეგი!

ფისი, ანუ სიგარეტის კვამლი შეიცავს 4000-მდე ნივთიერებას. ის მრავალ პათოლოგიას იწვევს. თუ ადამიანი დღეში 20 ღერს ეწევა ფილტვებში 1 ლიტრი ფისი ელექება, სწორედ ეს არის ფილტვების დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. კვამლში შემავალი 40-მდე ნივთიერება იწვევს სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეს, სწორედ ეს ნივთიერებები ხვდებიან რამდენიმე წამში ფილტვებში პირველი ნაფაზის დარტყმიდან,ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, ღიზიანდება თვალები, ყელი, სისხლში აღწევს ნახშიროჯანგი და არტერიული წნევაც იზრდება. 
  თამბაქოს მოხმარებით მხოლოდ ეს პრობლემები არ იჩენს თავს... როდესაც თქვენ ყიდულობთ სიგარეტს თავის მოკვლაში იხდით ფულს, ხოლო ყოველი ღერი თქვენი სიცოცხლის დაკარგული 7 წუთია.. თურმე როგორ ისწრაფებთ ცხოვრებას.. აშკარად უარყოფთ საჩუქარს, რომელსაც სიცოცხლე ქვია და ისწრაფვით ტანჯვისკენ. ამით თქვენ უქვეითებთ საკუთარ ორგანიზმს იმუნიტეტს,მეხსიერებასა და პირში მგრძნობელობას.. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.. მრავლადაა სიმსივნე, გულისა და ფილტვის დაავადებები,
ინსულტი, ხოლო 18 წლის მწეველებში, აღინიშნება გულის სხვადასხვა დაავადებები.
   რაც შეეხება სიკვდილიანობას.. თამბაქო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია სიკვდილისა... მისი საშუალებით საქართველოში წელიწადში 12 ათასი, ხოლო მსოფლიოში 4 მილიონი ადამიანი იღუპება.. სტატისტიკა ირწმუნება, რომ ერთად აღებული ავიაკატასტროფრბის, შიდსის, მკვლელობების , ინფექციური დაავადებებისა დაა სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმრებით გარდაცვლილთა რაოდენობა ნაკლებია თამბაქოს მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაზე!!

   
თამბაქო ასევე იწვევს სხვადასხვა   სახიის დავადებებს როგორიცაა:
   
თმის ცვენა

  მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.
   კატარაქტა
მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარების. ამ დაავადებამ შესაძლებელი სიბრმავემდეც მიგიყვანოთ. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის კვამლით გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისაკენ.
  
ნაოჭები
მოდი ვაღიაროთ, რომ არავის უნდა 30 წლის ასაკში ნაოჭების გამო მოხუცს გავდეს, მითუმეტეს ქალებს, რადგან ამას შეუძლია ნაკლებად აქტიური გახადოს პირადი ცხოვრება. ადამიანის ცხოვება კი პირადი ცხოვრების გარეშე ძალიან ძნელია.. ასე რომ დაიმახსოვრეთ: მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი კი მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში...
  კანის კიბო
მოწევა არ იწვევს კანის კიბოს ინ ფორმას, რომელიც ფატალური შედეგით მთავრდება, მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის სანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.

სმენის დაქვეითება
მოწევა ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებში ლაქების გაჩენას. შიდა ყურის სისხლით მომარაგება შედარებით ნაკლებია.
ამიტომ მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ამას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის სასიკვდილო დაავადებები.
          წყარო: janmrtelobainfo.ge