მწეველი ადამიანი
მარტო თავის
თავს, არამედ
ის იმ
ადამიანსაც საფრთხეს უქმნის, რომელიც თამბაქოს
არ მოიხმარს
მაგრამ მწეველების გარემოცვაშია.. საქართველოში 2009 წელს გარდაცვლილ ადამიანთა შორის ყოველი მე 12-ე პასიური მწეველი იყო..
პასიური მოწევის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები იმიტომ, რომ
ორგანიზმი
ზრდის
პროცესშია
და მათი სუნთქვის სიხშირე გაცილებით სწრაფია, აქედან გამომდინარე
მეტ კვამლს შეისუნთქავენ.ეს
ყველაფერი პირველ რიგში ასთმას, პნევმონიას და სასუნთქი გზების დაავადებებს ანვითარებს, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვის გარდაცვალების შანსიც მაღალია,რასაც ადასტურებს მსოფლიოში 2010 წლის გამოკვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი პასიური მწეველების1/3-ი სწორედ ბავშვები
იყვნენ. თამბაქოს გამოყენება ძირითადად იწყება 18 წლამდე ასაკში. საქართველოში ბიჭები 10-11, ხოლო გოგოები 12-13 წლის ასაკში იწყებენ მოწევას. თუ ამ ასაკამდე არ მოწევ, შანსი,რომ მწეველი გახდები 70%ით მცირდება. მოწევა ყველასთვის მავნებელია განსაკუთრებით კი ფეხმძიმე
ქალისთვის, რადგან იგი ზიანს აყენებს არა მხოლოდ დედას არამედ ბავშვსაც. თამბაქოს კვამლი
ცუდათ მოქმედებს ნაყოფის ტვინზეც, რაც იწვევს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენას
მწეველების უმრავლესობა იწყებს დღეში ორი ღერი სიგარეტით ასე რომ, თუ მიიჩნევთ ,რომ ორი ღერი არაფერს დაგიშავებთ
ძალიან ცდებით, მას შეუძლია მთელი ცხოვრება გაგინადგუროთ. ისევე როგორც სოციალური,
ასევე პირადიც,რადგან მწეველ კაცებში იმპოტენციის განვიტარების რისკი 72%ით მეტია,
ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий