воскресенье, 18 октября 2015 г.

გამოწვეული დაავადებები და შედეგი!

ფისი, ანუ სიგარეტის კვამლი შეიცავს 4000-მდე ნივთიერებას. ის მრავალ პათოლოგიას იწვევს. თუ ადამიანი დღეში 20 ღერს ეწევა ფილტვებში 1 ლიტრი ფისი ელექება, სწორედ ეს არის ფილტვების დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. კვამლში შემავალი 40-მდე ნივთიერება იწვევს სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეს, სწორედ ეს ნივთიერებები ხვდებიან რამდენიმე წამში ფილტვებში პირველი ნაფაზის დარტყმიდან,ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, ღიზიანდება თვალები, ყელი, სისხლში აღწევს ნახშიროჯანგი და არტერიული წნევაც იზრდება. 
  თამბაქოს მოხმარებით მხოლოდ ეს პრობლემები არ იჩენს თავს... როდესაც თქვენ ყიდულობთ სიგარეტს თავის მოკვლაში იხდით ფულს, ხოლო ყოველი ღერი თქვენი სიცოცხლის დაკარგული 7 წუთია.. თურმე როგორ ისწრაფებთ ცხოვრებას.. აშკარად უარყოფთ საჩუქარს, რომელსაც სიცოცხლე ქვია და ისწრაფვით ტანჯვისკენ. ამით თქვენ უქვეითებთ საკუთარ ორგანიზმს იმუნიტეტს,მეხსიერებასა და პირში მგრძნობელობას.. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.. მრავლადაა სიმსივნე, გულისა და ფილტვის დაავადებები,
ინსულტი, ხოლო 18 წლის მწეველებში, აღინიშნება გულის სხვადასხვა დაავადებები.
   რაც შეეხება სიკვდილიანობას.. თამბაქო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია სიკვდილისა... მისი საშუალებით საქართველოში წელიწადში 12 ათასი, ხოლო მსოფლიოში 4 მილიონი ადამიანი იღუპება.. სტატისტიკა ირწმუნება, რომ ერთად აღებული ავიაკატასტროფრბის, შიდსის, მკვლელობების , ინფექციური დაავადებებისა დაა სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმრებით გარდაცვლილთა რაოდენობა ნაკლებია თამბაქოს მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაზე!!

   
თამბაქო ასევე იწვევს სხვადასხვა   სახიის დავადებებს როგორიცაა:
   
თმის ცვენა

  მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.
   კატარაქტა
მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარების. ამ დაავადებამ შესაძლებელი სიბრმავემდეც მიგიყვანოთ. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის კვამლით გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისაკენ.
  
ნაოჭები
მოდი ვაღიაროთ, რომ არავის უნდა 30 წლის ასაკში ნაოჭების გამო მოხუცს გავდეს, მითუმეტეს ქალებს, რადგან ამას შეუძლია ნაკლებად აქტიური გახადოს პირადი ცხოვრება. ადამიანის ცხოვება კი პირადი ცხოვრების გარეშე ძალიან ძნელია.. ასე რომ დაიმახსოვრეთ: მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი კი მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში...
  კანის კიბო
მოწევა არ იწვევს კანის კიბოს ინ ფორმას, რომელიც ფატალური შედეგით მთავრდება, მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის სანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.

სმენის დაქვეითება
მოწევა ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებში ლაქების გაჩენას. შიდა ყურის სისხლით მომარაგება შედარებით ნაკლებია.
ამიტომ მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ამას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის სასიკვდილო დაავადებები.
          წყარო: janmrtelobainfo.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий