вторник, 20 октября 2015 г.

პრობლემის გადაჭრის გზა


   როგორც უკვე ავღნიშნე თამბაქო მართლაც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.. მისგან დაღწევა კი მწეველების ძალიან მცირე ნაწილს უნდა/შეუძლია.. ვინაიდან ამის გაკეთება ძალიან ძნელია გამოსავალიც თითქმის არ არსებობს.. 
   მწეველებო, ელექტრონული სიგარეტი საუკეთესო გზაა დაიცვათ გარშემომყოფები ეგრეთწოდებული ფისისგან, ანუ თამბაქოს კვამლისგან, რომელშიც მავნე ნივთიერებების რაოდენობა სამჯერ მეტია.. შეგიძლიათ გადაარჩინოთ გარემო ამ საშინელებისგან.. თქვენ ელექტრონული სიგარეტის შეძენით ისევე როგორც პლანეტას, საკუთარ თავსაც ნაწილობრივ გადაარჩენთ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იღებთ ნიკოტინის იგივე რაოდენობას, მაგრამ ათავისუფლებთ სხეულს ისეთი ნივთიერებების ზეწოლისგან როგორიცაა ამიაკი, უნიტაზის სარეცხი საშუალება, თაგვების საწამლავი, საღებავი და მრავალი ასეთი მომაკვდინებელი შხამი.. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ელექტრონული სიგარეტი სასარგებლოა, მაგრამ შემიძლია დაგაიმედოთ, რომ ეს არის თქვენი წინგადადგმული ნაბიჯი პლანეტის გადარჩენისკენ, რადგან გამოკვლევების მიხედვიათ 2020 წელს სიკვდილიანობისა და დაავადებების გავრცელების მთავარი მიზეზი სწორედ თამბაქო იქნება.


Комментариев нет:

Отправить комментарий