იცით რის ფასად გიჯდებათ მოწევა?? მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები არ ხდება მოწევის შედეგი.. არამეედ კბილების დაკარგვა, ფილტვების კიბოსთანმდევ დაავადება, ოსტეოპოროზი,სხვადასხვა სახის გულის დაავადებებიც:
კბილების დაკარგვა
კბილების დაკარგვა
მოწევა ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს.
ოსტეოპოროზი
გამონაბოლქვში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გაზი – კარბონმონოქსიდი, უერთდება სისხლს ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე ჟანგბადი, რის გამოც ქრონიკულ მწეველებში 15%-ით აქვეითებს ჟანგბადის გადამტანი სისტემის სიმძლავრეს. ამის შედეგად მწეველების ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობის განვითარების შესაძლებლობა და რთულდება შეხორცების პროცესი. მწეველებს ასევე აქვთ ზურგის ტკივილის პრობლემები. ერთ-ერთმა კვლევან აჩვენა, რომ სამრეწველო საამქროების მუშებს რომლებიც ეწევიან, ხუთხერ მეტად უვითარდებათ ტრავმის შემდგომი ზურგის ტკივილები.
გულის დაავადება
გულის დაავადება
მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი ამ დაავადებების განვითარებისა. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება წელიწადში 1.000.000-ზე მეტ ადამიანს კლავს, განვითარებულში კი 600.000-ს. მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას, არის არტერიების შევიწროების და წნევის მომატების, ასევე სტენოკარდიული შეტევებისა და ინფარქტის განვითარების რისკი.
მწეველი
ადამიანები 20 წლით ადრე კვდებიან არა მწეველ ადამიანებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий